Friday, December 14, 2012
საქართველოს მდინარეები
პროექტის სახელწოდეაბ:
საქართველოს მდინარეები-მდინარე არაგვი.
პროექტის მთავარი იდეა-თემა:მდინარე არაგვი-ჩვენი დედაქალაქის
სასმელი წყალი.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეიძენენ მეტ ცოდნას
საქართველოს მდინარეების შესახებ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს თუ როგორ უნდა დაიცვან
მდინარე არაგვი დაბინძურებისაგან.
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია შეისწავლონ მოსწავლეებმა
მდინარე არაგვის კალაპოტი.
მოსწავლეებმა მოიპოვონ და წარმოადგინონ საჭირო მასალა
მდინარე არაგვის დაბინძურებული სანაპიროს შესახებ,
მოსწავლეთა ასაკი: VIII კლასი.
ვადები-ხანგრძლივობა: 2თვე.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:.მოძიებული
მასალის მიხედვით წვლილი შეიტანონ და იზრუნონ მდინარე არაგვის კალაპოტის,სანაპირო ზოლის
და მიმდებარე ტერიტორიების დაცვის შესახებ,
თემასთან დაკავშირებით შექმნან ვიდეო მასალა,იმის შესახებ,თუ
რას იწვევს და რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის დაბინძურებული წყალი.
მოიძიონ ინტერნეტ მასალა და გაესაუბრონ მოსახლეობას
თუ რა მოსალოდნელი გლობალური პრობლემების წინაშე დგას დღეს ჩვენი პლანეტა,
უნარ-ჩვევები:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
თანამშრომლობის,ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების
უნარ-ჩვევები.ისწავლიან პროექტზე მუშაობას და შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:საკანცელარიო
ნივთები,ფოტო და ვიდეო აპარატი,
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობებს,
ათვალიერებენ მდინარის დაბინძურებულ სანაპიროს,ხვდებიან მოსახლეობას და ატარებენ მოსახლეობასთან
ლექცია საუბრებს, იღებენ ვიდეოს და აგროვებენ ფოტო მასალას.
Subscribe to:
Posts (Atom)